Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარია გაბრიელი ევროპარლამენტს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

05 ივლისი, 2016 12:28

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელი მარია გაბრიელი ევროპარლამენტს მოუწოდებს, საქართველოს მოაქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე ევროკომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინოს. 

სამოქალაქო თავისუფლებათა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც გუშინ გაიმართა, გაბრიელმა განაცხადა, რომ ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირის საქართველოსთან ურთიერთობებს, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივას გააძლიერებს.

„ვიზალიბერალიზაციით პროგრესი დაჩქარდება. ეს იქნება ყველაზე ძლიერი იმპულსი ჩვენი პარტნიორობის გასაძლიერებლად, საიდანაც საქართველოს მოქალაქეები კონკრეტულ სარგებელს მიიღებენ, რამდენადაც, ვიზალიბერალიზაცია იძლევა ინტერპერსონალური ურთიერთობების გაძლიერების, პოლიტიკური დიალოგისა და კულტურული კავშირების გაღრმავების საშუალებას" - თქვა მარია გაბრიელმა. 

მისი თქმით, ევროკავშირის სამეზობლოში საქართველო სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. „ამდენად, ჩვენი ორმხრივი ინტერესია, რომ ახლო ურთიერთობა გვქონდეს" - თქვა გაბრიელმა. 

მისი განცხადებით, უვიზო მიმოსვლის მინიჭება ქვეყნის მიერ გატარებული რეფორმების მტკიცებულება უნდა გახდეს. 

„ჩვენ ევროპარლამენტში ვაკვირდებით, რამდენად შესრულდა ესა თუ ის კრიტერიუმი, ამასთან, მონიტორინგს ვუწევთ ევროკავშირის დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებისადმი ქვეყნის პოლიტიკურ ერთგულებას. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადვილად პოლიტიზებადი საკითხი თვალნათელი გახდეს, რაც როგორც მოქალაქეების, ასევე ჩვენი პარტნიორობის ინტერესებშია" - თქვა გაბრიელმა. 

მისი თქმით, კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რომლებიც ვიზალიბერალიზაციისთვისაა საჭირო, მომავალშიც მას შემდეგაც უნდა გაგრძელდეს, რაც გადაწყვეტილება ძალაში შევა.

„ევროკომისიამ უნდა განაგრძოს იმ კრიტერიუმების მონიტორინგი, რომელმაც საქართველო უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყანათა სიაში უნდა გადაიყვანოს. კერძოდ, ჩვენი საერთო გამოწვევაა მიგრაციასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პოტენციურ საფრთხეებთან ბრძოლა" - თქვა გაბრიელმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^