Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოსა და აშშ-ის შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მემორანდუმი გაფორმდა

06 ივლისი, 2016 16:45

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დოკუმენტი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის ახალ ჩარჩოს ქმნის და მოიცავს თანამშრომლობის იმ სფეროებს, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოებისა და მისი შეიარაღებული ძალების გრძელვადიანი მდგრადობისთვისა და თავდაცვისუნარიანობის ეფექტიანობის ამაღლებისთვის.

ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მემორანდუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერიმ მოაწერა ხელი.

„ჩვენ ნამდვილად მაღალ შეფასებას ვაძლევთ დღეს ხელმოწერილ მემორანდუმს, რომელიც გულისხმობს თავდაცვის აღჭურვილობისა და სხვა შესაბამისი აღჭურვილობის შესყიდვის თემებს, რომლებიც საქართველოს შეიარაღებული ძალების თავსებადობას NATO-სთან, თავდაცვისუნარიანობას, ეფექტიანობის გაზრდის კუთხით დამხმარე იქნება განათლების, პერსონალის ტრეინინგის სფეროებში. ასევე, აქ იგულისხმება საოპერაციო და ტექნიკური პირადი შემადგენლობის გაცვლა. ეს დოკუმენტი მოგვცემს საშუალებას, საუკეთესო პრაქტიკა ავითვისოთ თავდაცვის სფეროში და შემდგომში მოვემზადოთ NATO-ს მიმართულებების განხორციელებისთვის. დოკუმენტი გულისხმობს ერთობლივი წვრთნების გამართვას. აქ შესულია, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრის დაცვის თემები და ასევე, ინფორმაციის გაზიარების პროცესი და სხვა, რომლებიც გაამყარებს უსაფრთხოებას სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა ჯონ კერიმ.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს დოკუმენტი საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მნიშვნელოვანი პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

„მემორანდუმი ითვალისწინებს თავდაცვისა და უსაფრთხოიების სფეროში თანამშრომლობის პარტნიორობის გაფართოებას. ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ქმნის ჩარჩოს ახალი თანამშრომლობისთვის, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისკენ არის მიმართული და რომელიც საქართველოს აძლევს ახალ შესაძლებლობებს შეიძინოს თავდაცვითი იარაღი და შეიარაღება. მემორანდუმი საქართველოს აძლევს საშუალებას, რომ მეტი აქცენტი გააკეთოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. ასევე, ითვალისწინებს უფრო მეტ წვრთნებს პარტნიორებთან, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის არის მნიშვნელოვანი. ეს დოკუმენტი წარმოადგენს კიდევ ერთ დადასტურებას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მნიშვნელოვანი პარტნიორობის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^