Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მემორანდუმი საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის

06 ივლისი, 2016 16:44

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიზანია საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავება ფულბრაიტის აკადემიური გაცვლითი პროგრამის მიმართულებით.

მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის კერძო და საჯარო უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის ურთიერთობებს. მხარეები გაუზიარებენ განათლების სფეროში არსებულ საუკეთესო გამოცდილებას, ასევე, შესაბამის უნივერსიტეტებში სწავლისა და სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობებს.

ჯონ კერიმ საუბრისას აღნიშნა, რომ  განათლების სფეროში გაფორმებული მემორანდუმი, იმ სტუდენტების რაოდენობას გააორმაგებს, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად სტიპენდიებს მოიპოვებენ. 

„80 ქართველი ახალგაზრდა ჩამოვიდა გასულ წელს საქართველოდან, რომლებიც ცხოვრობდნენ ამერიკულ ოჯახებში და სწავლებდნენ ამერიკულ სკოლებში. ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ პროგრამებში, რომლებსაც საქართველოში საგარეო პოლიტიკის სფეროში ვახორციელებთ, ალბათ ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი",- განაცხადა კერიმ.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, თუკი აქამდე ფინანსდებოდა 6-8 სტუდენტი, გაზრდილი დაფინანსების პირობებში მათი რაოდენობა 12-16 სტუდენტემდე გაიზრდება. "ეს თანადაფინანსებაა, ქართული მხარეც ვიღებთ ვალდებულებას, რომ დამატებით თანხა რაც დასჭირდებათ ჩვენც დავუფინანსოთ. ეს ძირითადად მაგისტრატურასა და დოქტორანტურას ეხება",- თქვა მან.

საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დღეს ეწვია. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^