Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას ითვალისწინებს აშშ-საქართველოს შორის გუშინ გაფორმებული მემორანდუმი

07 ივლისი, 2016 13:43

6 ივლისს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი. 

დოკუმენტი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის ახალ ჩარჩოს ქმნის და მოიცავს თანამშრომლობის იმ სფეროებს, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოებისა და მისი შეიარაღებული ძალების გრძელვადიანი მდგრადობისთვისა და თავდაცვისუნარიანობის ეფექტიანობის ამაღლებისთვის.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მემორანდუმის მიხედვით, თანამშრომლობის შემდეგი არეალი განისაზღვრება:

თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე საქართველოსა და აშშ-ის სამუშაო ჯგუფის მუშაობა და საქართველოს-აშშ-ის ორმხრივი კონსულტაციები გაგრძელდება, როგორც პირველადი მექანიზმი თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის ბოლომდე შესასრულებლად. აშშ-ს მიზნად აქვს, გააძლიეროს არსებული დამხმარე მექანიზმი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად პოტენციური საფრთხეების წინააღმდეგ. ქართულ-ამერიკულ სტრატეგიაში 3 ძირითადი მიმართულება იკვეთება: თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, სამხედრო და თავდაცვითი თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა.

აშშ-ს მიზნად აქვს გააძლიეროს საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვითი შესაძლებლობები. ამისათვის იგეგმება:

თავდაცვითი საკითხების და მასთან დაკავშირებული იმ სერვისების მხარდაჭერა, რომლებიც აუმჯობესებენ ფუნქციური თავსებადობას, მდგრადობასა და ქართული შეიარაღებული ძალების გადანაწილების უნარს მის თავდაცვისუნარიანობასთან ერთად.

ტრენინგებითა და სხვა სერვისებით საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ხელშეწყობა, რაც აუმჯობესებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სრულ მზადყოფნას და მისი თავდაცვისუნარიანობის ხანგრძლივ მდგრადობას.

განათლება, წვრთნები და ოპერატიული და ტექნიკური პერსონალის გაცვლა სამხედრო ეფექტურობის გაზრდის მიზნით.

შესაძლებლობების განვითარება და გაძლიერება მასობრივი განადგურების იარაღების გავრცელებასთან და ტერორიზმთან ბრძოლაში.

საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესება ექსპერტების თანამშრომლობისა და ტრენინგებში ორმხრივი მონაწილეობის გზით. 

„მემორანდუმი ითვალისწინებს თავდაცვისა და უსაფრთხოიების სფეროში თანამშრომლობის პარტნიორობის გაფართოებას. ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ქმნის ჩარჩოს ახალი თანამშრომლობისთვის, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისკენ არის მიმართული და რომელიც საქართველოს აძლევს ახალ შესაძლებლობებს შეიძინოს თავდაცვითი იარაღი და შეიარაღება. მემორანდუმი საქართველოს აძლევს საშუალებას, რომ მეტი აქცენტი გააკეთოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. ასევე, ითვალისწინებს უფრო მეტ წვრთნებს პარტნიორებთან, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობისთვის არის მნიშვნელოვანი. ეს დოკუმენტი წარმოადგენს კიდევ ერთ დადასტურებას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მნიშვნელოვანი პარტნიორობის", - განაცხადა საქარველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჯონ კერისთან აღნიშნული მემორანდუმის გაფორმების შემდეგ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^