Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

WISG: საბი ბერიანის მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა

07 ივლისი, 2016 15:34

„ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფის" ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ 25 მაისს გამოტანილ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. პროკურორ ნანა ჯაყელის ცნობით, უზენაეს სასამართლოს ჯერ არ ჩაუნიშნავს თარიღი, როდესაც საქმის განხილვა გაიმართება.

2016 წლის 25 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის მკვლელობის საქმეზე, სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლის თანახმადაც ლევან კოჭლაშვილი უდანაშაულოდ იქცნა ცნობილი საბი ბერიანის მკვლელობაში.

2015 წლის 7 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი ნაწილობრივ გაამართლა. განაჩენის თანახმად, ლევან კოჭლაშვილი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საბი ბერიანის მკვლელობაში, ხოლო დამანაშავედ იქნა ცნობილი ბიანკა შიგუროვას ცემასა და ხანძრის განზრახ გაჩენაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^