
„ჩვენ გვაბრალებენ, რომ პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკური ძალა ვართ, ეს არის აბსურდი“, - პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერი გოგი თოფაძე მათი საგარეო კურსის შესახებ საუბრობს.
ის საკუთარ პარტიას პატრიოტული სულისკვეთების გუნდად აფასებს.
„ჩვენ ვაცხადებთ ხმამაღლა, რომ რუსეთი ჩვენი აგრესიული მეზობელია, ძალიან მძლავრი. მიმაჩნია, რომ რუსების ლანძღვა-გინებით და მუქარით ჩვენ ვერ მივაღწევთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა დღეს საქართველოში. უფრო დიპლომატიურად, ცოტა მოვეფეროთ შეიძლება - რაც ხდება დიპლომატიაში. ჩვენ არავითარ შემთხვევაში პრორუსული ძალა არ ვართ, ჩვენ პროქართული ძალა ვართ, პატრიოტული სულისკვეთების გუნდი“, - აცხადებს გოგი თოფაძე.