Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტრამპის და Brexit-ის გამო გაქცეულები კანადას აფარებენ თავს - რა დგას ჯასტინ ტრუდოს უკან

07 ივლისი, 2016 18:54

პირველები ამერიკელები იყვნენ. მარტის „სუპერ სამშაბათის“ შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა „რესპუბლიკელების" 11 პრაიმერიზიდან 7 მოიგო, აშშ-ის მოქალაქეების რეკორდულმა რაოდენობამ დაიწყო Google-ში კანადაში საცხოვრებლად გადასვლის ვარიანტების ძებნა.

მოგვიანებით, მათ ბრიტანელები შეუერთდნენ. მას შემდეგ, რაც გაერთიანებულმა სამეფომ ევროკავშირიდან გასვლას 52%-ით დაუჭირა მხარი, Google-ში კანადაში ცხოვრების მსურველთა შეკითხვებმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა. როგორც Google News Lab-ის მონაცემთა ანალიტიკოსი, საიმონ როჯერსი ამბობს, ბრიტანეთის იმ მოქალაქეებს შორის, ვინც უცხოეთში აპირებს ცხოვრებას, ყველაზე პოპულარული არჩევანი კანადაა.

ეჭვსგარეშეა, რომ ბევრი მათგანი მოხიბლულია ამ ქვეყნის სუნთქვისშემკვრელი ხედებით, ღია სივრცეებით (კანადა მსოფლიოში სიდიდით მეორე ქვეყანაა). ადგილობრივი მოსახლეობა ცნობილია უცხოების მიმართ მეგობრული დამოკიდებულებით, მთავრობა მიგრანტების მიმართ სტუმართმოყვარე პოლიტიკით ამაყობს. ამას ემატება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, რომელიც ნავარჯიშები მუცლის პრესით, პანდებთან ერთად გადაღებული ფოტოებით და კვანტური მექანიკის ცოდნით მსოფლიოს მასშტაბით თაყვანისმცემლების გულს სულ უფრო იგებს.

ამ ქვეყანას აშკარად უნდა ჰქონდეს რაღაც ნაკლიც. და მართლაც, არსებობს რამდენიმე ასპექტი, რისი ცოდნაც ამერიკელებსა და ბრიტანელებსა დააფიქრებთ, სანამ იქ საცხოვრებლად გადასვლას გადაწყვეტენ.  

უცნაური არ არის, რომ ზამთრობით კანადაში ტემპერატურა ხშირად -40 გრადუსამდე ეცემა, თუმცა მაშინაც კი, როცა შედარებით ნაკლები სიცივეა, გარეთ გასვლა სახარბიელო არ არის.

კანადაში ათობით სახეობის კოღოა, რომლებიც მიჩვეულები არიან მკაცრ კლიმატს. კანადაში საცხოვრებლად გადასულების დიდი ნაწილი მხოლოდ ჩასვლის შემდეგ ეჯახება ხოლმე რეალობას, სადაც სისხლზე მონადირე ცერა თითის ზომის მწერები საღამოობით ყინვაშიც კი არ აცდიან ადამიანებს ძაღლის გასეირნებას. ყველას კი პირიქით ჰგონია, რომ სადაც სიცივეა, იქ მწერები ვერ ძლებენ.

შემდეგ ასპექტს ამერიკელები შეჩვეულები არიან, თუმცა ბრიტანელებს ნამდვილად გააოცებს დამატებითი გადასახადები, რომლებიც მათ ანგარიშებს მოჰყვება. ეტიკეტზე, ქვითარზე დაწერილი ფასი ყოველთვის ნაკლებია, ვიდრე მოქალაქეს საბოლოოდ უწევს გადაიხადოს. რატომ არ აწერენ პირდაპირ საბოლოო ფასს და რატომ ავარჯიშებენ მოქალაქეებს მათემატიკაში, ბრიტანელებს ეს აუცილებლად გააკვირვებს.

ხილ-ბოსტნეულის ფასი კანადური დოლარის ამერიკულ დოლართან მიმართებაზეა დამოკიდებული, რადგან ხილისა და ბოსტნეულის უმეტესობა კანადაში იმპორტულია.

ამერიკელები კანადაში საწვავის მაღალი ფასით გაოცდებიან, მიუხედავად იმისა, რომ კანადა ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია ამ კუთხით. ბრიტანელებს კი ლუდის, ღვინისა და სპირტიანი სასმელების სიძვირე გააკვირვებთ.

ვანკუვერსა და ტორონტოში სახლების ღირებულება დღითიდღე უფრო იმატებს. ვანკუვერში ფასმა ბოლო თვეში 32%-ით იმატა, ტორონტოში კი 17%-ით.

წყარო: BBC

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^