Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადამიანის უფლებათა ცენტრი სუბარისა და შსს-ს აკადემიის რექტორის დაჯარიმებას მოითხოვს

08 ივლისი, 2016 11:43

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ადმინისტრაციული სარჩელი მოამზადა და მოითხოვს, დაჯარიმდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (წარმომადგენელი - მინისტრი, სოზარ სუბარი) და შსს-ს პოლიციის აკადემია (წარმომადგენელი - რექტორი, ნუკრი გელაშვილი).

„ადამიანის უფლებათა ცენტრი სარჩელში მიუთითებს, რომ შსს-ს აკადემიაში კომპანია „ბრითიშ-ამერიკან თობაქოსთან“ ერთად ქველმოქმედების საფარქვეშ გაიმართა სოციალურად დაუცველი და დევნილი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების დამადასტურებელი სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება. თამბაქოს მწარმოებელმა კომპანიამ განახორციელა კანონით აკრძალული სარეკლამო საქმიანობა სპონსორობა, რაშიც მას ხელი შეუწყო შსს აკადემიის რექტორმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, რომლებიც „ბრითიშ-ამერიკან თობაქოს“ დირექტორთან ერთად დაესწრნენ სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებას.

ამის შესახებ ინფორმაცია დღესაც ხელმისაწვდომია შსს-ს პოლიციის აკადემიის ფეისბუქ გვერდზე, რაც ასევე კანონდარღვევაა, რადგან ამ გზით ხდება თამბაქოს მწარმოებელი კომპანიის მიერ განხორციელებული სპონსორობის დამატებით რეკლამირება.

საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია თამბაქოს მწარმოებლების, იმპორტიორებისა და რეალიზატორების მიერ პირდაპირი ან/და არაპირდაპირი, ანუ სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირის საშუალებით, სპონსორობა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღევათა კოდექსის 1712  მუხლის შესაბამისად, თამბაქოს ინდუსტრიის განმახორციელებელი პირის მიერ თამბაქოს პროდუქციის მწარმოებელი ფირმის სასაქონლო ნიშნის ან ლოგოტიპის დემონსტრირება სამედიცინო ან/და სასწავლო ღონისძიებების ორგანიზებისას და ჩატარებისას დასჯადია.

კანონის მიხედავად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კომპანია „ბრითიშ ამერიკან თობაქოს“  მიერ  განხორციელებულ ქმედებას - შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის  ბიბლიოთეკისათვის გადაცემულ ტექნიკას და   სტუდენტთათვის სწავლის გარკვეული საფასურის დაფარვას, შესაბამისად  საქველმოქმედო  საქმიანობად მიიჩნევს და არა სპონსორობად. არადა, საქართველოს კანონმდებლობით ქველმოქმედებად არ მიიჩნევა აღნიშნული საქმიანობა, თუკი ის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით სპონსორობად ითვლება.    

რეკლამის შესახებ საქართველოს  კანონის მიხედვით, სპონსორობა არის ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სხვა ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობაში წვლილის შეტანა (ფულადი სახსრების, ქონების, ინტელექტუალური მოღვაწეობის შედეგების, მომსახურების გაწევისა და გაწეული მომსახურების, სამუშაოს შესრულების სახით), სპონსორის მიერ წარმოებული საქონლის რეკლამის გავრცელების პირობით. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-12 ნაწილით, თამბაქოს ნაწარმის რეკლამად ითვლება რეკლამა, რომელიც შეიცავს თამბაქოს ნაწარმის ან თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელი ფირმის სასაქონლო ნიშანს, ლოგოტიპს, თამბაქოს ნაწარმის, მისი კოლოფის, ყუთის, მოხმარების პროცესის ან მასთან დაკავშირებული ქმედების დემონსტრირებას. აღნიშნულ ღონისძიებაზე, სადაც გადაიცა სტუდენტებისათვის შესაბამისი სერთიფიკატები დემონსტრირებული იყო კომპანია „ბრითიშ ამერიკან თობაქოს“ ბანერი, რომლის ფონზეც ხდებოდა სტუდენტების დაჯილდოება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს სასამართლოს და მოითხოვს სამართალდამცავ ორგანოებს დაევალოთ კანონით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება - სამართალდამრღვევთა დასჯა", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^