საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის და აღნიშნულ რეგიონში არსებული თვითმმართველობების მიერ (გარდა ყაზბეგისა) 2015 წლის განმავლობაში სამსახურებრივი მიზნებისათვის მოხმარებული საწვავის რაოდენობის შესახებ კვლევა აწარმოა. კვლევის შედეგების თანახმად ცნობილი გახდა, რომ:
„2015 წლის განმავლობაში, სამსახურებრივი მიზნებისათვის მცხეთა-მთიანეთის სამხარეო-ადმინისტრაციისა და აღნიშნულ რეგიონში არსებული თვითმმართველობების მიერ (გარდა ყაზბეგისა) მოხმარებული საწვავის რაოდენობა 264 ტონას აღემატება;
- სამსახურებრივი მიზნებისათვის გახარჯული საწვავი სათანადოდ არ აღირიცხება. შესაბამისად, მაღალია საწვავის არარაციონალური და პირადი მიზნებისათვის გამოყენების საფრთხე;
- მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ქ. მცხეთის, ასევე დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების მიერ 2015 წლის განმავლობაში სამსახურებრივი მიზნებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ გახარჯული საწვავის ოდენობა ბევრად დიდია, ვიდრე ეს მათ ბალანსზე რიცხული ავტომობილების მიერ არის გახარჯული 2015 წლის განმავლობაში;
- დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ასევე დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების გამგებლების და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორისა და გუბერნატორის პირველი მოადგილის მიერ 2015 წლის განმავლობაში ცალ-ცალკე მოხმარებული საწვავით შესაძლებელი ხდება ამ ავტომობილებით დედამიწისათვის შემოვლა. რიგ შემთხვევებში თითქმის ორჯერაც კი", - ნათქვამია საიას კვლევაში.