Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ცენტრ-პოინტი აჭარას“ დირექტორი და გაყიდვების მენეჯერი დააკავეს

10 ივლისი, 2016 15:30

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით,  შპს „ცენტრ-პოინტი აჭარას“ დირექტორი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი დააკავეს. „ცენტრ-პოინტის" დამფუძნებლის, მაია რჩეულიშვილის თქმით, სამართალდამცავები ასევე ცდილობენ გუკა რჩეულიშვილის დაკავებასაც. თუმცა ამ ინფორმაციას პროკურატურაში, ჯერჯერობით, არ ადასტურებენ. 

როგორც მაია რჩეულიშვილი განმარტავს,  საქმე „მაგნოლიის” პროექტს ეხება, რომელიც 5 წლის წინ დასრულდა. მისივე თქმით, ირაკლი მინდელს ამ საქმეზე უკვე ჰქონდა სასამართლო პროცესი ბათუმში და ეს სასამართლო მორიგებით დასრულდა. რჩეულიშვილი ამბობს, რომ თუკი თანხა არამიზნობრივად იყო დახარჯული ამაზე სწორედ მას უნდა ეჩივლა ჩარკვიანის, მინდელისა და გუკა რჩეულიშვილისთვის, რადგან კომპანია 100 %-ით მისი დაარსებულია და მის საკუთრებაშია, სახელმწიფო კი არაფერ შუაშია. 

რჩეულიშვილი ამ დაკავებას პოლიტიკურ საქმედ აფასებს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი ყოფილი მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის ინტერესებს უკავშირდება. 
„ეს საქმე არის პოლიტიკური - არჩილ კბილაშვილი, რომელმაც ჩემს დას საქმე აღუძრა, ერთ-ერთ ობიექტზე ჩვენი პარტნიორი იყო. მან წარმოუდგენლად უხეშად გამოიყენა თავისი ძალაუფლება. ნახევარი სახლი იყო ჩვენი, ნახევარი - კბილაშვილის. სახლის, რომელიც ჩვენ უნდა აგვეშენებინა და სადაც ჩვენ მილიონიანი ინვესტიცია განვახორციელეთ, ეტყობა მთლიანად გამორთმევა მოუნდა. ეს არის ჩემი, აბსოლუტურად დასაბუთებული ეჭვი”, - აცხადებს რჩეულიშვილი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^