ცნობილია, ადამიანის ვინაობა, რომელმაც სამართალდამცავთა განცხადებით, დალასში საპროტესტო აქციის დროს 5 პოლიციელი მოკლა, ხოლო 6 სასიკვდილოდ დაჭრა.
მკვლელი 25 წლის მიკაჰ ჯონსონია. იგი პოლიციელებს თავს დალასში გამართულ აქციაზე დაესხა, სადაც დალასის მოსახლეობა პოლიციელების მიერ ორი აფროამერიკელის მკვლელობას აპროტესტებდა.
პოლიციის განცხადებით, მიკაჰ ჯონსონი აღშფოთებული იყო იმ ფაქტით, რომ ამერიკაში პოლიციელები უიარაღო აფროამერიკელებს ხოცავენ და უნდოდა თეთრკანიან პოლიციელებზე შური ეძია.
დალასის პოლიციის უფროსის დევიდ ბრაუნის განცხადებით, არმიის რეზერვისტი ჯონსონი,უფრო მასშტაბურ მკვლელობას გეგმავდა და სწავლობდა ასაფეთქებლის გამოყენებას.
პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ მკვლელთან ორი საათის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
„ის ძირითადად გვატყუებდა - გვეთამაშებოდა, დაგვცინოდა, მღეროდა, გვეკითხებოდა, რამდენი პოლიციელი მოკლა და გვეუნებოდა, რომ სურდა დაეხოცა უფრო მეტი“, - ამბობს დევიდ ბრაუნი.
როგორც პოლიციის უფროსმა CNN-თან საუბარში განაცხადა, პოლიცია ცდილობს, გაშიფროს დღიური, რომელიც მკვლელის სახლში აღმოაჩინა.
პოლიცია, ასევე ცდილობს, დაადგინოს „RB’’ ასოების მნიშვნელობა, რომელიც მკვლელმა თავისი სისხლით დაწერა, მაშინ, როდესაც პოლიციამ იგი დისტანციური დეტონატორით ააფეთქა.
მკვლელობა 8 ივლისს დალასში მოხდა, მაშინ, როდესაც დალასის მოსახლეობა პოლიციელების მხრიდან ორი შავკანიანის მკვლელობას აპროტესტებდა.
პროტესტის მიზეზი ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოები გახდა, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ უსწორდებიან ამერიკელი რასისტი პოლიციელები შავკანიან აფროამერიკელებს ელტონ სტერლინგს ლუიზიანაში და ფილანდო კასტილას მინესოტაში.
ელტონი სტერლინგის მკვლელობის ვიდეომასალა იქვე მდებარე მაღაზიის მფლობელმა გადაიღო და ინტერნეტში ატვირთა.
ფილანდო კასტილა კი პოლიციელმა შეყვარებული გოგონას თვალწინ მოკლა.სწორედ, გოგონამ გადაიღო შემზარავი კადრები, რომლებიც გვიჩვენებნ თუ როგორ ღაფავს სულს ახალგაზრადა აფროამერიკელი კაცი და როგორ დგას მასთან უმოქმედოთ ამერიკელი პოლიციელი, რომელმაც 4-ჯერ ესროლა მსხვერპლს.