„რესპუბლიკელები" დღეიდან წინასაარჩევნო კამპანიას იწყებენ. როგორც პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, პარტია არჩევნებში „უსუფაშვილი - რესპუბლიკელების" სახელით მიიიღებს მონაწილეობას. სიის პირველი ნომერი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იქნება.
აჭარაში რესპუბლიკურ პარტიას სათავეში ჩაუდგება საპარლამენტო ფრაქცია „რესპუბლიკელების" თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი. იგი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში პარტიული სიის პირველი ნომერი იქნება.