Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი: „გირჩის" რეკლამა ასაკოვანი ადამიანებისადმი სტერეოტიპების წამახალისებელია

12 ივლისი, 2016 13:50

სახალხო დამცველი „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" წინასაარჩევნო რეკლამას განცხადებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რეკლამა ასაკოვანი ადამიანების ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით სტერეოტიპებს ახალისებს და ქმნის საფრთხეს, რომ ასაკოვანი ხალხი ამ ნიშნით დისკრიმინაციას დაექვემდებარონ. ომბუდსმენი „გირჩს" მოუწოდებს, რეკლამა ინტერნეტსივრციდან მოხსნას.

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ წინასაარჩევნო რეკლამას. როგორც რეკლამის შინაარსიდან იკვეთება, მნიშვნელოვანია არჩევნებში მონაწილეობა ახალგაზრდა ამომრჩევლებმა მიიღონ, ვინაიდან აქამდე სხვა  პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამები ასაკოვანი ადამიანების ინტერესებზე იყო მორგებული, რაც ქვეყნისთვის არაპოპულარული არჩევანია.

რეკლამაში არ არის დაბალანსებული მოსახლეობის ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ინტერესები, ამის საპირისპიროდ, ერთგვარი ირონიით არის ხაზგასმული, რომ თუ ქვეყანა ასაკოვანი ამომრჩევლის იმედად დარჩება, ეს არაპროგრესული და განვითარებისთვის ხელისშემშლელი არჩევანი იქნება.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსგავსი დამოკიდებულება ხელს უწყობს სტერეოტიპული განწყობის გამყარებას ასაკოვანი ადამიანების მიმართ, რომლებიც, ხშირ შემთხვევებში, ისედაც განიცდიან უთანასწორო მოპყრობას. ასეთი მიდგომა ახალისებს უარყოფით სტერეოტიპებს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ასაკოვანი ადამიანების მონაწილეობასთან დაკავშირებით და ქმნის საფრთხეს, რომ ისინი მომავალში სხვადასხვა სფეროში დაექვემდებარებიან დისკრიმინაციას ასაკის გამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ დაუშვებელია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმ მეთოდების გამოყენება, რომელიც ახალისებს დისკრიმინაციულ მოპყრობას ცალკეული ჯგუფების მიმართ. შესაბამისად, სახალხო დამცველი მიმართავს „ახალ პოლიტიკურ ცენტრ – გირჩს“, უზრუნველყოს სტერეოტიპების შემცველი წინასაარჩევნო რეკლამის ინტერნეტ სივრციდან მოხსნა" - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^