პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერის, თამაზ მეჭიაურის შეფასებით, „რესპუბლიკური პარტიის" ხედვების წინააღმდეგია, თუმცა მას გაცილებით მეტ პატივს სცემს ვიდრე სხვა პარტიებს, რადგან „რესპუბლიკელები", სხვებისგან განსხვავებით, ღიად ამბობენ, რაც უნდათ.
„მიუხედავად ჩემი ნეგატიური დამოკუდებულებისა მათ მიმართ, „ქართლ ოცნებასა" და „ნაციონალურ მოძრაობასთან" შედარებით, „რესპუბლიკელების" მიმართ გაციებით სიმპატიურად გამოიყურებიან. პოლიტსაბჭოს ბევრი წევრისგან განსხვავებით, რომლებმაც არჩევნებამდე არც იცოდნენ რას ვაკეთებდით, გიგლა აგულაშვილი იბრძოდა მაინც და მეტი უფლება აქვს „ქართულ ოცნებაში" იყოს, ვიდრე თბილი ქვეყნებიდან ჩამოყვანილ ხალხს" - თქვა მეჭიაურმა.