აშშ ცდილობს, გამოიძიოს, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, რომ ავიაიერიშის შედეგად ISIS-ის მაღალი რანგის ლიდერი, თარხან ბათირაშვილი დაიღუპა. პენტაგონი ადასტურებს, რომ ოთხშაბათს პაკისტანის თალიბანზე მიტანილი იერიშის შედეგად მათი ლიდერი ლიკვიდირებულია. იგი 130 ბავშვის სიკვდილზეა პასუხისმგებელი.
CNN-ის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღეა საბრძოლო თვითმფრინავების სამიზნე ომარ ალ შიშანია. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ პირველად 4 თვის შემდეგ, რაც კოალიციას ეგონა, რომ ბათირაშვილი სირიაში მოკლეს, ეს მიზანმიმართული თავდასხმის მეორე შემთხვევაა.
„აშშ ცდილობს, დაადგინოს, რომ სამიზნე ნამდვილად ლიკვიდირებულია" - აცხადებენ ოფიციალური პირები.