Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EMC-TDI: 2014-2015 წლებში საპატრიარქოსთვის გადაცემული თანხა 63 173 299 ლარს შეადგენს

14 ივლისი, 2016 17:13

2014-2015 წლებში მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემული თანხის ჯამური ოდენობა 63 173 299 ლარს შეადგენს, საიდანაც თანხის ყველაზე დიდი ნაწილი ორივე წელს ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიცა, - ამის შესახებ ნათქვამია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრსა (EMC)“ და „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" (TDI) ერთობლივ კვლევაში.

მათი თქმით, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ წინა წლების მსგავსად, სახელმწიფოს მიერ რელიგიური ორგანიზაციებისთვის გადაცემული თანხის ყველაზე დიდი ნაწილი მართლმადიდებელ ეკლესიაზე მოდის; 

კვლევის შედეგების მიხედვით, 2014-2015 წლებში ცენტრალური სახელმწიფო ბიუჯეტიდან მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემული ჯამური 51 228 170.13 ლარიდან, თანხის ყველაზე დიდი ნაწილი მართლმადიდებელი ეკლესიის თანამშრომელთა ხელფასს, პრემიებს, ჰონორარებსა და მსგავსი სახის მიზნობრიობას მოხმარდა, მეორე ნაწილი უძრავ-მოძრავი ნივთების შეძენასა და მათ მოვლა-პატრონობას, დანარჩენი თანხა კი, ძირითადად, არაკლასიფიცირებული (სხვა დანარჩენი) დანიშნულებით გაიხარჯა, შესაბამისად, მისი მიზნობრიობის დადგენა შეუძლებელია;

მთავრობის სარეზერვო ფონდი

„აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ეკლესიისთვის გადაცემული თანხის ოდენობის მკვეთრი ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა. მაგალითისთვის, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წელს 969 000 ლარი, 2013 წელს 270 000 ლარი, 2014 წელს 1 542 000 ლარი, 2015 წელს კი 1 590 000 ლარი მიიღო. 2014-2015 წლებში მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჯამში 3 132 000 ლარი გამოეყო, რომლის 100% რელიგიური საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსებას მოხმარდა, რაც, თავის მხრივ, რელიგიური განათლების განმახორციელებელი სუბიექტების ინსტიტუციურ გაძლიერებაზე მიუთითებს და არღვევს სეკულარული სახელმწიფოს პრინციპს", - ვკითხულობთ კვლევაში.

მთავრობის მიერ უძრავი ქონების გადაცემის პრაქტიკა

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ საკვლევ პერიოდში დაფიქსირდა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული უძრავი ქონების მასშტაბის შესამჩნევი ზრდა. 2014-2015 წლებში ეკლესიამ სახელმწიფოსგან 48 ერთეული უძრავი ნივთი (საერთო ფართობი: 913 546,922 კვ.მ.), მუნიციპალიტეტებიდან კი 18 ერთეული უძრავი ნივთი (საერთო ფართობი: 65,837) მიიღო საკუთრებაში.

„აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო არ ახდენს ეკლესიისთვის გადაცემული უძრავი ქონების ღირებულების შეფასებას და შესაბამისად, გადაცემული ქონების საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის ანაზღაურების პროცესთან კავშირში დაანგარიშება შეუძლებელი ხდება. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გამოყოფილი მატერიალური სიკეთის ძირითადი ნაწილი რელიგიურ საქმიანობას ხმარდება და არღვევს სახელმწიფოს რელიგიური ნეიტრალიტეტის მოთხოვნას. სახელმწიფო, როგორც წესი, არ ამოწმებს საპატრიარქოსთვის უძრავი და მოძრავი ქონების, თუ ფინანსური სახსრების გადაცემის საჭიროებას და შემდგომში ამ სახსრების გამოყენების მიზნობრიობას; კვლევის ფარგლებში განხორციელდა საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სრული მასშტაბის შესწავლა", - ნათქვამია კვლევაში.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში ფიქსირდება 565 მიწის ნაკვეთი, ჯამური ფართობით 16 742 987.82 კვ.მ. (1674.3 ჰა). აღსანიშნავია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება 6-ჯერ აღემატება თვითმართველი ქალაქი მცხეთის მთლიან ფართობს; საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში რეგისტრირებული 565 მიწის ნაკვეთიდან 243-ზე შენობა-ნაგებობაა განთავსებული. კვლევის შედეგად გამოჩნდა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ მისთვის საკუთრებაში გადაცემული რამდენიმე უძრავ ნივთს მოგების მიღების მიზნით იჯარით გასცემს;

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^