
ნიცაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ საქართველოს საელჩო საფრანგეთში წარმოშობით ქართველ 4 ადამიანს ეძებს.
როგორც „ლიბერალს" საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, ეკა სირაძე-დელონემ უთხრა, 4 პირს, რომელსაც საელჩო ეძებს, ამ დრომდე ვერ დაუკავშირდნენ.
„დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ქართველები არ არიან. ამ დროისთვის ეს ინფორმაცია გვაქვს. ვეძებთ ერთ ოჯახს, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ არიან ქართული წარმოშობის ფრანგები. ვისაც ვერ ვუკავშირდებით - 4 ადამიანია" - უთხრა „ლიბერალს" სირაძემ.