“ლიბერალი” მეორე წელია გერმანულ ორგანიზაცია “N-ost” თან ერთად პროექტ “N-vestigate” -ის ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, ჟურნალისტები პარტნიორი ქვეყნებიდან ერთად ამზადებენ საგამოძიებო ჟურნალისტურ მასალებს ე.წ. ტრანს ნაციონალურ თემებზე.
n-vestigate წარმოადგენს პროექტს, რომელიც ხორციელდება ბერლინის (n-ost), გერმანია, მოლდოვის (RISE), უკრაინის (RDPI), საქართველოსა (Liberali) და სომხეთის (hetq) თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, ევროკავშირს და რუსეთს შორის საერთაშორისო კოლაბორაციის გააქტიურებას, საგამოძიებო ჟურნალისტიკის და მედიაკანონმდებლობის განვითარებაში.
ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა:
საგამოძიებო ჟურნალისტები მოლდოვიდან, უკრაინიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და ევროკავშირიდან, რომლებიც არიან გამოცდილი რეპორტიორები და რომელთაც აქვთ კონკრეტული გეგმა, განახორციელონ სიღრმისეული კვლევა გლობალურ თემაზე (რომელიც შეეხება მინიმუმ ორ ქვეყანას). საგამოძიებო კვლევის დასრულების ვადაა 2-3 თვე (აგვისტო/სექტემბერი - ნოემბერი 2016).
რაზე შემოგაქვთ განაცხადი:
n-vestigate: რეპორტიორებს გთავაზობთ სტიპენდიას, რომელიც დაფარავს თქვენი კვლევის ხარჯებს, შესაფერის ჰონორარს და ვიზუალიზაციაზე, თარგმანებსა და იურიდიულ სკრინინგზე საჭირო ხარჯებს. თქვენი გამოძიება წარიმართება გამოცდილი ჟურნალისტის ხელმძღვანელობით.
საგამოძიებო კვლევასთან ერთად დაგეგმილია ორი სავალდებულო შეხვედრა/კონფერენცია:
ვორკშოპი კვლევაზე კიევში, უკრაინა (10-13 სექტემბერი, 2016).
კიევში თქვენ შეხვდებით თქვენს გუნდის პარტნიორს და შეიმუშავებთ თქვენი საგამოძიებო კვლევის დეტალურ გეგმას. ასევე, შეხვდებით სხვა ჟურნალისტებს, რომლებიც ჩაატარებენ საგამოძიებო კვლევებს პროექტის ფარგლებში. შეხვდებით მედიაკანონმდებლობისა და ინფორმაციის თავისუფლების ექსპერტებს ზემოთ ჩამოთვლილი ყველა ქვეყნიდან (უფრო საინტერესო იქნება მათთან შეხვედრაც). ხარჯები დაფარული იქნება ჩვენ მიერ.
ამ მომენტიდან თქვენ გექნებათ დაახლოებით 2 თვე, რათა განახორციელოთ კვლევა თქვენ მიერ შერჩეულ საგამოძიებო თემაზე. პროცესი განხორციელდება კიევში წარმოდგენილი გეგმისა და ბიუჯეტის მიხედვით.
n-vestigate ყოველწლიური კონფერენცია, თბილისი, საქართველო (6-10 ნოემბერი, 2016)
n-vestigate აერთიანებს საგამოძიებო ჟურნალისტიკის სფეროს საკვანძო და მნიშვნელოვან აქტორებს, როგორიცაა მედიაიურისტები, მედიაწყაროები, ინფორმაციის თავისუფლების აქტივისტები და ა.შ. n-vestigate: რეპორტიორებთან ერთად შეიკრიბება კონფერენციაზე, რათა შედგეს პროფესიული დიალოგი და დისკუსიები.
ამასთან ერთად, ყოველწლიურ კონფერენციაზე განვიხილავთ თქვენი საგამოძიებო ნაშრომების საბოლოო ვერსიას. აქ თქვენ შეხვდებით თქვენი გუნდის წევრებს, დაგეგმავთ ვიზუალიზაციის, ისტორიის გადმოცემისა და პუბლიკაციის სტრატეგიებს. თქვენი სტატია უნდა გამოქვეყნდეს თქვენს ქვეყანაში 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის თებერვლამდე.
როგორ შემოგაქვთ განაცხადი?
შემოიტანეთ თქვენი აპლიკაცია ინგლისურ ან რუსულ ენაზე კითხვარის გამოყენებით.
ინფორმაცია კონკურსის შესახებ ინგლისურ ენაზე
ბოლო ვადა: 30 ივლისი, 2016
განაცხადი შეგიძლიათ შემოიტანოთ ინდივიდუალურად ან გუნდურად ჩვენ დაგეხმარებით პარტნიორების მოძებნაში, თუკი თქვენ გექნებათ იდეა. მნიშვნელოვანია, რომ იდეა ეხებოდეს ინტერნაციონალურ ისტორიას. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ n-vestigate პროექტის კოორდინატორს საქართველოში
ლიკა ზაკაშვილი
555 43 42 90