Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უშიშროების საბჭოს სხდომას პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრებიან

16 ივლისი, 2016 3:31

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრებიან.

უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო დანიშნა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, თურქეთში სამხედრო გადატრიალებაა. ქვეყნის სამხედროების ნაწილმა სტამბულისა და ანკარის აეროპორტები და მნიშვნელოვანი ობიექტები დაიკავეს. ისმის სროლისა და აფეთქებების ხმა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამხედროების ნაწილმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელი მძევლად აიყვანა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^