Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თურქეთისა და აშშ-ის აეროპორტებს შორის ყველა ავიარეისი აიკრძალა

17 ივლისი, 2016 19:22

”აშშ-ის საავიაციო ხელისუფლების გადაწყვეტილების თანახმად, აიკრძალა ყველა ავიარეისი აშშ-სა და თურქეთის აეროპორტებს შორის. ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის აკრძალვა მოიცავს თურქეთიდან და მის მიმართულებით მფრენ კომერციულ და კერძო საჰაერო ხომალდებს, ასევე ტრანზიტულ ავიარეისებს მესამე ქვეყნის გავლით, თურქეთიდან ამერიკის მიმართულებით",- აღნიშნულ ინფორმაციას "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მგზავრებმა, რომელთაც ეს გადაწყვეტილება შეეხოთ, შესაბამის ავიაკომპანიას უნდა მიმართონ. "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, ამ დროისთვის ავიაკომპანიები ცდილობენ მგზავრების გადამისამართებას ალტერნატიულ მარშრუტებზე.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება დაწესებული შეზღუდვა. თუმცა აშშ საავიაციო ხელისუფლების განცხადებით, ისინი სხვა უწყებებთან ერთად აკვირდებიან მიმდინარე პროცესებს და განვითარებული მოვლენების მიხედვით მიიღებენ შემდგომ გადაწყვეტილებებს.

"შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და შეზღუდვებთან დაკავშირებით განახლებულ ინფორმაციას აუცილებლად შეიტყობთ ჩვენი გვერდის საშუალებით”, - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^