Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯეჯელავა: ინფორმაცია, რომ ამ სკოლებს ტერორიზმთან ჰქონდეს კავშირი, აქამდე არ ყოფილა

18 ივლისი, 2016 12:08

გიულენის დაფინანსებული სკოლები უმეტეს შემთხვევაში აკრედიტებულია ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, ქართულ ენაზე მიდის სწავლება ჩვენი პროგრამების მიხედვით. შესაბამისად, არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერორიზმთან ან სხვა სახის უკანონობასთან ჰქონდეს კავშირი ამ სკოლებს, აქამდე არ ყოფილა, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ თურქეთში იგეგმება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი, სადაც დელეგაციაში თავადაც იქნება. მისი თქმით, შეხვედრაზე ერთ-ერთ საკითხად აღნიშნულ სკოლებსაც განიხილავენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ სტრატეგიულ პარტნიორთან მეგობრობას არაფერი ართულებდეს. მეორე მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ობიექტურად შევაფასოთ ვითარება და ერთი ადამიანის განცხადებაზე არ ავაგოთ გადაწყვეტილება",- განაცხადა ჯეჯელავამ.

მინისტრის თქმით, სკოლებთან დაკავშირებით თუ მართლა აღმოჩნდა მტკიცებულებები ტერორიზმთან ან სხვა უკანონობაში ბავშვების ჩართვის შესახებ, შესაძლოა სისხლის სამართლის დევნის საფუძველიც გახდეს. „თუმცა ამ დროისთვის ასეთი მტკიცებულებები არ გვაქვს", - აცხადებს ჯეჯელავა.

ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის განცხადებით, ბათუმის შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში, ბავშვებს ტერორისტული იდეოლოგიით ზრდიან, - ამის შესახებ, იასინ თემისქანმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

კონსული მშობლებს მოუწოდებს, ბავშვები აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებას მოარიდონ. იასინ თემისქანი განმარტავს, რომ სკოლა-ლიცეუმი, ტერორისტული დაჯგუფებების ქოლგის ქვეშ იმართება და ამავე იდეოლოგიით იზრდებიან. კონსულის ინფორმაციით, სკოლა, ტერორისტ ფეთულა გიულენის ორგანიზაციის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის ნაწილია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^