The Telegraph-ის ინფორმაციით, სტამბოლის სისლის რაიონის გამგებლის მოადგილეს თავში ესროლეს. უკანასკნელი ცნობებით, იგი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი მის ოფისში შევარდა და ცეცხლი გახსნა.
პარასკევს გადატრიალების მცდელობას თურქეთში 290 ადამიანი ემსხვერპლა.
თურქეთი აშშ-დან ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადაციას მოითხოვს, რომელსაც გადატრიალების ორგანიზებაში დებენ ბრალს. გიულენი განვითარებულ მოვლენებთან ყველანაირ კავშირს უარყოფს.
თურქეთში აშშ-ოს ელჩმა ჯონ ბასმა განაცხადა, რომ საჯარო პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გადატრიალებას მხარს აშშ უჭერდა, კატეგორიულად სიცრუეა. მისი თქმით, მსგავსი სპეკულაციები NATO-ს ალიანსის წევრთა მეგობრობას აზიანებს.