გერმანიის ოფიციალური პირების თქმით, 17 წლის თავდამსხმელი, რომელმაც სამხრეთ გერმანიაში მატარებლში დანითა და ნაჯახით 4 ადამიანი დააზიანა ავღანელი ლტოლვილია. უახლესი ცნობებით, 17 წლის თავდამსხმელის ოთახში ჩხრეკის დროს „ისლამური სახელმწიფოს" დროშა იპოვეს.
BBC-ის ინფორმაციით, ბავარიის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ იგი გაქცევის მცდელობისას მოკლეს. თავდასხმის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.
The South China Morning Post-ის ინფორმაციით, დაშავებულები არიან: 62 წლის მამაკაცი, მისი 58 წლის ცოლი, მათი 27 წლის ქალიშვილი და მისი 31 წლის ბოიფრენდი .