
როგორც „ლიბერალს“ ერთ-ერთმა საქართველოს მოქალაქემ განუცხადა (სახელს მისი თხოვნით არ ვასახელებთ), სარფის საბაჟომდე თურქეთის მხრიდან პოლიციაა მობილიზებული და თურქული პასპორტის მქონე პირებს საქართველოში არ უშვებს.
აღნიშნული მოქალაქე თურქეთიდან გუშინ დაბრუნდა, მისი მონაყოლის მიხედვით, საზღვართან ახლოს უამრავი სატრანსპორტო საშუალებაა გაჩერებული. ხოლო დიდი ტრაილერები მიბრუნებასაც ვერ ახერხებენ, უამრავ ადამიანს პირდაპირ ქუჩაში სძინავს.
„ლიბერალის“ წყაროს ცნობით, სარფის საბაჟომდე თურქ პოლიციელებს ბლოკპოსტები აქვთ მოწყობილი და ყველა სატრანსპორტო საშუალებას აჩერებენ, თურქეთის მოქალაქეების გარდა, ყველა სხვას უპრობლემოდ ატარებენ. - „ჩემს ავტობუსში დაახლოებით 5 თურქი იჯდა, შემოწმების შემდეგ ყველა მათგანი უკან დააბრუნეს“