„ლიბერალი“ სამუშაოდ იწვევს რეპორტიორს ვებგვერდ liberali.ge-ზე ახალი ამბების განყოფილებისთვის.
მოვალეობები: - ვებგვერდ liberali.ge-სთვის ახალი ამბების (ნიუსების) მომზადება.
მოთხოვნები:
- გამოცდილება ახალი ამბების მომზადებაში (სასურველია);
- ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ახალი მედიის ინსტრუმენტების ფლობა;
- ინგლისური (სავალდებულო) და რუსული (სასურველი) ენების ცოდნა.
მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
- კანდიდატის რეზიუმე (CV);
- სამოტივაციო წერილი (არა უმეტეს 150 სიტყვისა);
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 სექტემბერი. 18:00 საათი.
განაცხადები უნდა გაგზავნოთ ელ.მისამართზე: [email protected]
განაცხადის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება! (რეპორტიორი)
„ლიბერალის“ რედაქცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. სატელეფონო კონსულტაციები არ გაიმართება.
„ლიბერალი“ დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ პოლიტიკური ბეჭდური და ონლაინგამოცემაა. „ლიბერალი“ მკითხველს სთავაზობს ფაქტებზე დაყრდნობილ სიღრმისეულ რეპორტაჟებს, ანალიტიკურ სტატიებს, ჟურნალისტურ გამოძიებასა და განსხვავებულ თვალსაზრისს მიმდინარე მოვლენებსა თუ პრობლემებზე.