Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NCDC ხვალიდან არაგადამდებ დაავადებათა რისკფაქტორების უფასო კვლევებს იწყებს

20 ივლისი, 2016 17:54

ხვალიდან არაგადამდებ დაავადებათა (STEPS)  რისკფაქტორების კვლევა იწყება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განცხადა.

ცენტრის ინფორმაციით, არაგადამდები დაავადებებია - გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი, ტრავმა.

მათი განცხადებით, საქართველოში STEPS კვლევა პირველად მოეწყო 2010 წელს და მეორე კვლევა დაგეგმილია ა.წ. ივლისიდან. ამ ეტაპზე გამოვიკვლევთ შემთხვევითად შერჩეული 6000-მდე 18-69 წლის საქართველოს მოქალაქე.

„STEPS კვლევა სამეტაპიანია. პირველ ეტაპზე სოციო-დემოგრაფიულ მონაცემებთან ერთად ხდება ინფორმაციის შეგროვება ქცევით რისკ-ფაქტორებთან დაკავშირებით, როგორიცაა თამბაქო, ალკოჰოლი, არაჯანსაღი კვება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, და სხვ. მეორე ეტაპზე ხდება ფიზიკური გაზომვების ჩატარება (სიმაღლე, წონა, წელისა და თეძოს გარშემოწერილობა, სისხლის წნევა, პულსი). მესამე ეტაპზე ხდება ბიოლოგიური რისკ-ფაქტორების შესწავლა - ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება სწრაფი მარტივი ტესტების საშუალებით; კერძოდ, ვიკვლევთ სისხლში გლუკოზის, ქოლესტეროლის და შარდში მარილის, კრეტინინისა და კოტინინის მაჩვენებლებს. ყველა ეს პროცედურა მოსახლეობისათვის უფასოა.

კვლევის დაწყებასთან დაკავშირებით თხოვნით მივმართავთ საქართველოს მოსახლეობას მაქსიმალურად შეუწყონ ხელი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებს კვლევის განხორციელებაში და წინასწარ ვუხდით მათ მადლობას კვლევაში მონაწილეობისათვის. მათი ჩართულობით გვექნება ფასეული მტკიცებულებები არაგადამდები დაავადებებისა და მათი ქცევითი და ბიოლოგიური რისკ-ფაქტორების გავრცელების შესახებ დინამიკაში, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა საზოგადოებრივ ჯანდაცვითი გადაწყვეტილებებისა და ინტერვენციების მოსამზადებლად. ეს უკანასკნელნი კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას", - აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

ცენტრში ამბობენ, რომ კვლევასთან დაკავშირებულ საკითხებზე, საჭიროების შემთხვევაში, მოქალქეებმა უნდა მიმართონ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსს ლელა სტურუას (599 111797;[email protected]) ან ქრონიკულ დაავადებათა სამმართველოს უფროსს ნანა მებონიას (591 415991; [email protected]).

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^