ფეთჰულაჰ გიულენთან ინტერვიუს დაანონსების შემდეგ, არზერბაიჯანული მაუწყებელი თურქეთთან სტრატეგიული კავშირის დაზიანების ბრალდებით ეთერიდან გათიშეს.
თურქეთის მთავრობა გიულენს გადატრიალების მცდელობის დაგეგმვაში ადანაშაულებს.
აზერბაიჯანის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 18 ივლისს თავის ვებგვერდზე განაცხადა, რომ ტელეარხ ANS-სთან თანამშრომლობას დროებით წყვეტს და მისთვის ლიცენზიის ჩამორთმევის მოთხოვნით სამართლებრივ პროცედურებს იწყებს.
„პროვოკაციის ასარიდებლად, რომელიც თურქეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობების ხელყოფისკენაა მიმართული, ასევე, ტერორიზმის პროპაგანდის თავიდან ასაცილებლად, გადაწყდა, რომ ტელეარხ ANS-ის ტრანსლაცია დროებით შეწყდეს, ერთი თვის ვადით" - ნათქვამია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.