„რესპუბლიკელების" საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპის თქმით, თუკი მას პრეზიდენტად აირჩევენ, შესაძლოა აშშ NATO-ს წევრი ქვეყნების დაცვის ვალდებულებისგან გაათავისუფლოს.
New York Times-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მოკავშირეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეხმარება, თუკი მათ „აშშ-ს მიმართ ვალდებულებები შესრულებული ექნებათ".
NATO-ს წევრმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომ თავდასხმის შემთხვევაში ნებისმიერ წევრ ქვეყანას დაეხმარებიან.