Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

HRIDC: შშმ პატიმრები ვერ იღებენ სათანადო მკურნალობასა და მომსახურებას

22 ივლისი, 2016 18:00

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ზოგჯერ დაუსაბუთებლად აფერხებს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატიმართა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას და არ აწვდის მათ ეტლებს გადასაადგილებლად.

მათი თქმით, არის შემთხვევები, როცა შშმ პატიმრები ვერ იღებენ სათანადო მკურნალობასა და მომსახურებას, მათი ჯანმრთელობისა და ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაშია არაერთი საქმე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პატიმართა მიმართ სამედიცინო მომსახურების მიღების გაჭიანურების, არასათანდო მკურნალობის,ზოგიერთ შემთხვევაში - სამედიცინო მომსახურების/საჭიროების  მიღებაზე საერთოდ უარის თქმის, ასევე სამედიცინო დაწესებულებაში მათი ტრანსპორტირების შეფერხების შესახებ. ეს პრობლემები განსაკუთრებული სიმწვავით მკვეთრად გამოხატული შშმ პატიმართა საქმეებში იკვეთება.

სასაჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N 17 დაწესებულებაში სასჯელს იხდის მსჯავრდებული ლაშა მ., რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობისას მიყენებული დაზიანებების გამო, წლებია, ეტლს არის მიჯაჭვული და არ შეუძლია გადაადგილება. მსჯავრდებულს ხერხემალზე ესაჭიროება განმეორებითი მძიმე ოპერაცია, ასევე - სხვა სახის სამედიცინო გამოკვლევები. 8 ივლისს მსჯავრდებულის გეგმური გაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში უნდა მომხდარიყო რეანომობილით, რომელიც მას არ მიაყენებდა ფიზიკურ ტკივილს. პატიმარი ეტლით მოსარგებლეა და ხერხემლის ტკივილი აწუხებს. N17 პენიტენციური დაწესებულების მთავარი ექიმის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულის ტრანსპორტირება გადაწყდა შეუსაბამო ტრანსპორტით, რაზეც პტიმარი იძულებული გახდა, უარი განეცხადებინა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი მსჯავრდებულისთვის არ იყენებს რეანომობილს, რაც მას ფიზიკურ ტკივილს არ მიაყენებს. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის N 149 ბრძანების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით, პატიმართა ტრანსპორტირება უნდა მოხდეს ისეთი საშუალებით, რაც არ იქნება დამამცირებელი და არ გამოიწვევს პატიმართა ტანჯვას.

N6 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულ დავით გ.-ს დადგენილი აქვს უმძიმესი დაავადებები. შესაბამისი დოკუმენტაცია წარდგენილია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტში, მაგრამ დღემდე გადაჰყავთ N 18 სამკურნალო დაწესებულებაში. პატიმარს უჭირს გადაადგილება, წონასწორობის დაცვა, აქვს მრავლობითი სახის მწვავე დაავადება, ღვიძლის ცეროზი, B და D ჰეპატიტი,  HCV-ინფექცია და სხვა.

N 8 დაწესებულებაში სასჯელს იხდის მსჯავრდებული ლაშა შ., რომელსაც უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება, აქვს დადგენილი პოლინეიროპათია, ლუმბალგია, პარალიზური იშიაზი, მარცხენა ქვედა კიდურის კუნთის განლევა. პატიმარს არ შეუძლია თავის მოვლა და აუცილებელი ჰიგიენის დაცვა. არაერთგზის მოთხოვნისა და ფიზიკური საჭიროების მიუხედავად, მსჯავრდებულს არ მიეწოდება გადასაადგილებელი ეტლი და ასევე, არ გადაჰყავთ N18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც გაეწევა შესაბამისი მომსახურება.

პატიმარს უფლება აქვს, მიიღოს კვალიფიციური, ადეკვატური სამედიცინო მომსახურება, რაც არა მარტო სამედიცინო ხასიათის კონსულტაციას მოიცავს, არამედ სათანადო მკურნალობას, რაც მიმართული იქნება ადამიანის გამოჯანმრთელებისა და არა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისაკენ.

სახელმწიფო პასუხისმგებელია პატიმრობაში მყოფ ყველა ადამიანზე, რომლებიც მთლიანად სახელმწიფოს ძალაუფლების ქვეშ არიან. ამიტომ მნიშვნელოვანია, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ შეუფერხებლად მიაწოდოს სამედიცინო დახმარება პატიმრობაში მყოფ პირებს და  უზრუნველყოს მათი უფლებების განხორციელება", - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^