Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სტიქიას ჩინეთში სულ მცირე 87 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ათასი ევაკუირებულია

23 ივლისი, 2016 18:07

სააგენტო „როიტერის" ინფორმაციით, ჩინეთში წყალდიდობას სულ მცირე 87 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ათასობით ადამიანი იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა. 
ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო, სამოქალაქო საქმეთა დეპარტამენტის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ 72 ადამიანი დაიღუპა, 78 კი ჯერ კიდევ იძებნება ჰებეის ჩრდილოეთ პროვინციაში, მას შემდეგ, რაც ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.
„დაახლოებით 50 000 სახლი ჩამოიშალა", - ნათქვამია განცხადებაში.   
ცენტრალურ პროვინცია ჰენანში სტიქიამ 15 ადამიანი იმსხვერპლა, 8 კი დაკარგულია. ძლიერი წვიმისა და ქარის გამო 72 000 ადამიანი იძულებული გახდა სახლი მიეტოვებინა. დანგრეულია დაახლოებით 18 000 საცხოვრებელი  
ადგილობრივი მედიისა და მთავრობის ინფორმაციით, წყალდიდობამ ჯამში დაახლოებით 8,6 მილიონი ადამიანი დააზარალა. 
როგორც ადგილობრივი მთავრობა აცხადებს, დაზიანდა 1,5 მილიონ ჰექტარზე გაშენებული ნათესები, შედეგად ეკონომიკური ზარალი 20 მილიარდ იენზე ($3 მილიარდი) მეტია.

ფოტო: Reuters / Darley Shen
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^