ათი ათასობით ადამიანმა სტამბოლში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა აქციით გააპროტესტა.
აქცია ოპოზიციური პარტიის CHP (რესპუბლიკელი ხალხის ჯგუფი) ინიციატივით გაიმართა, თუმცა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მხარი დაუჭირა მომიტინგეებს.
CHP-ს მომხრეები თურქეთში მუსტაფა ქემალ ათათურქის სურათებითა და წითელი დროშებით ხელში ტაქსიმის მოედანზე შეიკრიბნენ.
განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, აქციას სტამბოლის მერი და თურქეთის პრეზიდენტის პოლიტიკური გაერთიანებაც შეუერთდა.
ეს იშვიათი პოლიტიკური ერთიანობა, ქვეყანაში რამდენიმე დღის წინ სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობამ გამოიწვია.
გადატრიალების მცდელობის გამო, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა 3-თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ერდოღანის მიერ ინიცირებული სადამსჯელო ღონისძიებების გამო, დაიხურა 600-მდე სკოლა, 1500-მდე მასწავლებელს კი ლიცენზია შეუწყდა.