Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრეზიდენტი მზადაა, „საშიშ ტენდენციებზე“ პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ესაუბროს

25 ივლისი, 2016 16:28

„ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ, როცა პოლიტიკურ ძალებსა და რაღაც ჯგუფებს შორის შეთანხმება ხდება. პრემიერი არ არის ჩართული ამ ყველაფერში, მაგრამ უფრო დაბალ დონეზე ხდება კავშირების ჩამოყალიბება",- ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. 

პრეზიდენტი არჩევნებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის მიზნით, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს, რათა იმ „საშიშ ტენდენციებს, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩნდება, ადეკვატური პასუხი გაეცეს".

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, დიდი ხანია, ის კორცხელის შემთხვევის ადეკვატურად გამოძიებაზე საუბრობს.  პრეზიდენტის შეფასებით, ეს შემთხვევა გარკვეულ პროცესებს ბიძგებს მისცემს, რაც არჩევნების პერიდოში  რთულად გასამკლავებელი იქნება. 

„კორცხელის შემთხვევა თუ ადეკვატურად არ იქნება პასუხგაცემული, თუ ჩვენს საზოგადოებას არ ვაჩვენებთ იმას, რომ ასეთი ტიპის არჩევნების ჩატარება ჩვენთვის მიუღებელია, ჩვენ ამ თემის გაგრძელებას მივიღებთ”, - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^