საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის რამდენიმე დღის წინ ესაუბრა პრეზიდენტს ამ თემაზე და მაშინვე შს მინისტრს დაავალა, სასწრაფოდ გაერკვია ეს საკითხი.
გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თავისი ოჯახის წევრის მიმართ ზეწოლის ფაქტზე ისაუბრა.
„მე გამოვრიცხავ, რომ ეს იყო შანტაჟი და პოლიტიკური ზეწოლა“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.
მისი თქმით, თუ იყო რაიმე პროცედურული დარღვევა, ძალიან მკაცრი რეაგირება იქნება.
„ვფიქრობ, პოლიტიკურ განცხადებამდე მეც, პრეზიდენტმაც და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემაც უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია სამართალდამცველებს. კანონის წინაშე ყველანი თანასწორები ვართ”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.