იაპონიაში შშმ პირების ცენტრში ერთი პირი დანით შეიჭრა და 19 ადამიანი მოკლა, 26 კი მძიმედ დაჭრა.
თავდასხმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიაში ყველაზე მძიმე მასობრივ მკვლელობად შეფასდა.
დაღუპულია 18-დან 70 წლამდე 9 ქალი და 10 მამაკაცი.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი 26 წლის სატოში უემათსუა. როგორც CNN იტყობინება, იგი დაწესებულებაში თებერვლამდე მუშაობდა.
დაახლოებით 3 საათზე უემათსუ თავად ჩაბარდა პოლიციას, მიიტანა სისხლიანი დანა და ტანისამოსი.