Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უსუფაშვილი: მხარს დავუჭერდი კაზინოების ქალაქებიდან გატანას

26 ივლისი, 2016 11:58

ის ტრაგედიები, რომელზეც თქვენ მიანიშნებთ, არის ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელსაც აკრძალვებით [კაზინოების] ვერ მოვუვლით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა „პალიტრა ნიუსის“ ეთერში.

„ჩვენ უნდა შევეგუოთ ერთ რამეს, ზრდასრული ადამიანი, სრულწლოვანი ადამიანი, უნდა განაგებდეს თავის ბედს. კაზინოს აკრძალვით, ამას ვერ მივაღწევთ. ტოტალიზატორის განგრევით, აკრძალვით, გაუქმებით, ამას ვერ მივაღწვთ, იმიტომ, რომ უნებისყოფო ადამიანები, რომლებსაც პასუხისმგებლობის განცდა არ აქვთ შვილებზე, მეუღლეზე მშობლებზე, რომლებსაც შეუძლიათ, დედის და მამის პენსია კაზინოში ითამაშონ და წააგონ, ამ ტიპის ადამიანებს ცოტა სხვანაირად უნდა მოვუაროთ. იმიტომ, რომ კაზინოს თუ ავკრძალავთ, ის ამ ფულს წაიღებს და სეკაში წააგებს მეზობელთან“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ის მხარს დაუჭერდა, რომ [კაზინოები] ქალაქებიდან იყოს გატანილი ანუ შეიქმნას მეტი ბარიერი „იმისათვის, რომ შემთხვევით ცუდ ხასიათზე მყოფმა ადამიანმა ან ნაბახუსევმა, უცებ არ შეიაროს კაზინოში“.

რაც შეეხება აზარტული თამაშების რეკლამას, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ამ მხრივ კიდევ უფრო მკაცრ რეგულაციაზე შეიძლება საუბარი.

არასრულწლოვნებთან დაკავშირებით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ  ეს არის ცალკე თემა, რომელსაც სჭირდება უკეთესი რეგულირება.

მისი თქმით, ონლაინთამაშები არ არის ერთადერთი თემა, რომლისგანაც არასრულწლოვნები უნდა დავიცვათ, როდესაც ინტერნეტსივრცესთან გვაქვს საქმე.

„ეს არის პორნოგრაფია, ძალადობის პროპაგანდა. მას სჭირდება სერიოზული ყურადღება... ამას სჭირდება მშობლების მხრიდანაც ყურადღების მიქცევა“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^