Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უსუფაშვილი: მარიხუანის მოხმარებას ადმინისტრაციულადაც არ უნდა ვებრძოდეთ

26 ივლისი, 2016 13:45

„ჩვენ [„რესპუბლიკური პარტია"] და მე, დათო უსუფაშვილი ვარ დეკრიმინალიზაციის მომხრე ნარკოტიკის მომხმარებელთან დაკავშირებით“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა „პალიტრა ნიუსის“ ეთერში „თეთრი ხმაურის მოძროაბის" მიერ დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, დეკრიმინალიზება არ ნიშნავს, იმას, რომ „ეს უკვე კერძო პრობლემების რიგში გადავიტანოთ და ვისაც უნდა ისე იცხოვროს“.

„მსუბუქი ნარკოტიკების თუ მარიხუანის და ა.შ. მოხმარება, ჩემი აზრით, პრობლემა თითქმის საერთოდ არ არის. ამიტომ ის, რაც პრობლემა არ არის. ის, რაც არის გარკვეულად ადამიანის არჩევანი, რომელიც არ ვნებს არც მის ჯანრმთელობას და არც მის ოჯახს და არც არავის, იმას ან სისხლისსამართლებრივად რატომ უნდა ვებრძოლო ან ადმინისტრაციულად. პრობლემების ჩამონათვალშია სიცხადე შესატანი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღიშნა, რომ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ „ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში არ არსებობა და ქვეყანა ერთი უკიდურესობიდან  მეორეს აწყდება.

„ვერა და ვერ ჩამოყალიბდა ხედვა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოევლოს ამ საქმეს. თავისთავად ისიც, რა არის პრობლემა და რა არ არის პრობლემა“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, მიუხედავად იმის, რომ პარლამენტში ამ თემებზე ბევრჯერ იყო საუბარი, გაჭირდა კონსენსუსის მიღწევა. მისი თქმით, ამის მიზეზი იყო ის, რომ დღეს მოქმედი პარლამენტარების უმრავლესობა დეკრიმინალიზების წინააღმდეგია.

„რატომ არიან წინააღმდეგნი - იმიტომ, რომ ჩემი აზრით, მათზე გავლენას ახდენს ამ სფეროში სამართალდამცავების ხედვა და ეს არის გადამწყვეტი გავლენის მქონე. ანუ სამართალდამცავების ხედვებია ცალმხრივად გაზიარეული, რასაც ეწირება ძალიან ბევრი რამე. მოხმარებისთვის მიდევს ნარკოტიკი თუ გასაღებისთვის, ამის გამიჯვნა რიგ შემთხვევებში ძალიან რთულია. ამიტომ, არჩევანი კეთდება მოქალაქის უფლებების საწინააღმდეგოდ. რადგან ვერ გავარჩევ, ჯობია, რომ პრეზუმპცია იყოს, რომ გასაღებისთვის გაქვს. მეორე მხრიდან არის დანახული პრობლემა და არა ადამიანის უფლებების კუთხით. ეს თემა ასე იქნება, სანამ პარლამენტში საკამარისად არ იქნებიან ის პოლიტიკური ძალები, ვინც ამ საკითხს მიუდგება სტერეოტიპების გარეშე. ვინც აღიარებს რეალობას, რომ დღემდე არსებული პოლიტიკა, ვერაფერს ვერ აგვარებს. ამან ვერც ნარკომანების რაოდენობა შეამცირა, ვერც დანაშულების რაოდენობა ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებული. აბსოლუტურად უეფექტო და იმ მიზნებისთვის რა მიზნებისთვისაც უფრო გვაქვს. ამას სჭირდება იმ რელსებზე გადასვლა, საითაც ევროპა მიდის“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^