Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრობაციონერი ღია კაფედან ნარკოლოგიურში გადაიყვანეს

26 ივლისი, 2016 14:47

პოლიციამ თბილისში ერთ-ერთი ღია კაფედან პრობაციონერი ნარკოტესტირებაზე გადაიყვანა. როგორც „ლიბერალის“ კორესპონდენტი იტყობინება, ამ წუთებში დიღმის ნარკოლოგიურთან მისი ოჯახის წევრები და ახლობლები არიან შეკრებილები.

პრობაციონერის მეუღლემ „ლიბერალს" დაკავების დეტალები უამბო.

„დილით ჩემი მეუღლე გადასული იყო ღია კაფეში, ჩაის სვამდა. მივიდნენ მასთან პოლიციელები დაადეს ხელი, გამოიყვანეს და დააკავეს. ამ სამმართველოს მხრიდან უკვე მესამე შემთხვევაა. პირველად ჩემთან ერთად იყო, როცა წაიყვანეს, მეორედ ბავშვთან ერთად, მაშინ, ბავშვის ჩანთაც კი გაჩხრიკეს. არაფერს არ აშავებდა. ოჯახთან ერთად ცხოვრობს. სახლთან, სადარბაზოსთან გველოდებიან ხოლმე. პრობაციონერია. როგორც მათ გვითხრეს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე არის დაკავებული“, - ყვება დაკავებულის მეუღლე.

ადვოკატის ინფორმაციით, ნარკოლოგიურში განაცხადეს, რომ დაკავებულს 12 საათის განმავლობაში არ გაათავისუფლებენ. დაკავებული ამბობს, რომ ბიოლოგიური მასალის ჩაბარებას არ აპირებს.

ნარკოლოგიურთან იმყოფებიან „გირჩის“ წევრები, რომელთა თქმით, თუ 12 საათის განმავლობაში არ აპირებენ გათავისუფლებას, აუცილებლად წინასწარი დაკავების საკანში უნდა გადაიყვანო, აქ მისი გაჩერება დარღვევას წარმოადგენს.

როგორც „ლიბერალს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, პირი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე არის დაკავებული.

„თუ არ ჩააბარა მასალა, 12 საათის შემდეგ გავუშვებთ. კანონის შესაბამისად მიმდინარეობს პროცედურა“, - აცხადებენ შსს-ში.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, დაკავებული რამდენიმე საათში გამოუშვეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^