„ქართულმა ოცნებამ" ოზურგეთში მაჟორიტარობის კანდიდატად ამჟამად შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში კი - თემურ ჭკუასელი წარადგინა.
„ჩვენ დიდი იმედს ვამყარებთ არჩილზე. ეს არის მოტივირბეული ახალგაზრდა კაცი, რომელმაც თავისი ნიჭითა და განათლებით უკვე მიაღწია წარმატებებს. ის აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას ქართულ პოლტიკაში. დარწმუნებული ვარ, ოზურგეთელები იამაყებთ თქვენი მაჟორიტარით.
თემურ ჭკუასელი პარლამენტის წევრია. ყველასთვის საყვარელი და პატივსაცემი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, ჩოხატაურებელები და ლანჩხუთელები გამოუცხადებთ მას ნდობას და მხარს დაუჭერთ მის კანდიდატურას" - თქვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.