Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის მოთხოვნით ცესკოში 224 000 ხელმოწერა შევიდა

27 ივლისი, 2016 13:18

ქორწინების ქალისა და მამაკაცის ერთობად განსაზღვრის საინიციატივო ჯგუფმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს 224 000 ხელმოწერა შეიტანა - ამის შესახებ „ლიბერალს" სანდრო ბრეგაძემ უთხრა. 

გსურთ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის? - ასეა ფორმულირებული სარეფერენდუმო შეკითხვა, რომელიც ცესკოში სანდრო ბრეგაძემ და ზვიად ტომარაძემ შეიტანეს. 

როგორც სანდრო ბრეგაძემ „ლიბერალს" უთხრა, მას შემდეგ, რაც კომისია ხელმოწერებს დაახარისხებს, იგი საქართველოს პრეზიდენტს რეფერენდუმის თარიღის დანიშვნის მოთხოვნით მიმართავს. 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „ლიბერალს" განუმარტეს, რომ კომისიას ხელმოწერების შესამოწმებლად 1 თვის ვადა აქვს, შემდეგ კი ასევე 1 თვე აქვს გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტსაც. 

კონსტიტიციის მოქმედ რედაქციაში ნათქვამია, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^