Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აზარტულ თამაშებში ჩართულთა 87%-ს, თამაშების გამო ფინანსური პრობლემები შეექმნა

28 ივლისი, 2016 11:19

მოსახლეობის 9% თვეში ერთხელ მაინც თამაშობდა აზარტულ თამაშებს. ბოლო წელს აზარტულ თამაშებში ჩართულთა 87%-მა აღიარა, რომ აზარტული თამაშების გამო გარკვეული ფინანსური პრობლემები შეექმნათ, რის გამოც ფასიანი ნივთების გაყიდვა ან ფულის სესხება მოუწიათ, - ამის შესახებ აღნიშნულია დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის „ალტერნატივა ჯორჯიას" კვლევაში - „ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების კვლევა ზოგად მოსახლეობაში“.

კვლევის მიხედვით, გეოგრაფიული რეგიონების მიხედვით აზარტული თამაშების გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა გურიაში, როგორც ქალაქებში, ისე სოფლად.

კვლევის შედეგებით, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლები აზარტული თამაშების განსხვავებულ ფორმებს ანიჭებდნენ უპირატესობას თუმცა, მოპოვებული მონაცემების თანახმად, 39 წელს გადაცილებული რესპონდენტები ძირითადად ლატარიას ან ლოტოს თამაშობდნენ, ხოლო 18-29 წლის ასაკობრივი ჯგუფის ახალგაზრდები ონლაინ აზარტულ თამაშებს, სლოტებსა და სპორტული ან არა-სპორტული ფსონების ონლაინ სისტემებს ანიჭებდნენ უპირატესობას.

შედეგების მიხედვით, კვლევაში მონაწილე 768 რესპონდენტმა (16%) განაცხადა, რომ აზარტულ თამაშში მონაწილეობა მიღებული ჰქონდა გასული 12 თვის განმავლობაში. რესპონდენტთა 9% (439 ადამიანი) აზარტული თამაშების შედარებით ხშირი მონაწილე აღმოჩნდა (თვეში ერთხელ მაინც). ყოველთვიურად აზარტულ თამაშებზე დახარჯული თანხის საშუალო ოდენობა შეადგენდა 60 ლარს (მედიანური თანხა=10 ლარი, 1-დან 3000 ლარამდე დიაპაზონი). რაც შეეხება რესპონდენტებს, რომელთაც უპასუხეს ყოველდღიურად აზარტულ თამაშებში დახარჯულ თანხასთან დაკავშირებით კითხვას, მათი 64% დღეში 1-დან 10 ლარამდე ხარჯავდა, 20% - 50 ლარამდე, 10% - 50-დან 100 ლარამდე, ხოლო დარჩენილმა 6%-მა სხვადასხვა თანხა დაასახელა, რომელიც 100-დან 5,000 ლარამდე მერყეობდა.

გასული წლის მანძილზე მოთამაშეთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა (n=669, 87%) განაცხადა, რომ აზარტული თამაშების გამო გარკვეული ფინანსური პრობლემები შეექმნათ, რის შედეგადაც ფასიანი ნივთების გაყიდვა ან ფულის სესხება მოუხდათ. 57-მა რესპონდენტმა (0.74%) დაადასტურა, რომ ბანკიდან სესხის გამოტანა მოუწიათ ან “მინუსში გაიყვანეს” თავიანთი საბანკო ანგარიში.

აღნიშნული კვლევა დამოკიდებულების კვლევითმა ცენტრმა „ალტერნატივა ჯორჯიამ", აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ((USAID) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა.

ავტორების თქმით, კვლევისთვის ორივე სქესის ზრდასრული მოსახლეობა რეპრეზენტატიული შერჩევის გზით (4 805 პირი 3 228 ოჯახიდან) შეისწავლეს. მონაცემები პირისპირ ინტერვიუების საშუალებით 18-დან 64 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის რესპონდენტების გამოკითხვის გზით მოიპოვეს. ისინი შეირჩა მრავალსაფეხურიანი ალბათური შერჩევის მეთოდის გამოყენებით და მოიცვა როგორც
თბილისი, ასევე სხვა ქალაქები და სოფლები საქართველოს მასშტაბით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^