შესაძლებელია თუ არა ინტერნეტის სიჩქარის გაზრდა პაკეტის შეუცვლელად? როგორ შევაჩეროთ ესა თუ ის სერვისი? როგორ ავიცილოთ დავალიანების დაგროვება? და თუ ვერ შეწვდით გადასახდელ თანხას? - ეს კითხვები ხშირად აწუხებთ მომხმარებლებს. სილქნეტი თავის რჩევებს გვთავაზობს:
როგორ ვმართოთ სერვისი დისტანციურად?
მომსახურების გააქტიურება, შეცვლა ან გაუქმება, ბალანსის შემოწმება სილქნეტში ცხელ ხაზზე 2100100 ან სერვის ცენტრში არის შესაძლებელი. თუმცა, კომპანიამ მომხმარებელთა მეტი კომფორტისთვის საგანგებოდ შექმნა პორტალი my.silknet.com, რომელიც ინტერნეტ ბანკის ანალოგს წარმოადგენს და იგივე პრინციპით ფუნქციონირებს. მომხმარებელს სახლიდან გაუსვლელად, საკუთარი კომპიუტერის გამოყენებით, შეუძლია მართოს სილქნეტის ქსელში ჩართული სერვისი: გადაიხადოს ყოველთვიური გადასახადი საკუთარ ან სხვის ანგარიშზე, შეამოწმოს ბალანსი, შეცვალოს პაკეტი, დაიმატოს თემატური პაკეტები. წვდომა ვებ გვერდზე 24 საათიანია და მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია ზემოთჩამოთვლილი ოპერაციების შესრულება. my.silknet.com საშუალებას იძლევა პორტალიდანვე გააგზავნოს დღეში 50 უფასო სმს საქართველოს ნებისმიერი მობილური ოპერატორის მიმართულებით.
პორტალზე my.silknet.com სხვადასხვა ოპერაციების ონლაინ შესრულება დიდ დროსა და ენერგიას უზოგავს მომხმარებელს და უმარტივებს ყოველდღიურობას. მაშინაც კი როცა აგარაკზე ან თუნდაც საზღვარგარეთ იმყოფება.
როგორ გავზარდოთ "სილქნეტის" ინტერნეტის სიჩქარე პაკეტის შეუცვლელად
სილქნეტის ოპტიკური ქსელი მრავალ შესაძლებლობას უხსნის მომხმარებელს. მინიმალური პაკეტის სიჩქარე 10მგბ/წმ-ია. თუმცა, არის შემთხვევები, როცა მომხმარებელს მეტი წარმადობა სჭირდება, თუნდაც დროებით. ამ შემთხვევაში მომხმარებელს დამატებითი მომსახურების გამოყენება შეუძლია:
"ტურბო ღილაკი"
2 საათით მისი გააქტიურება 100 მბ/წმ-ით გაგიზრდით სიჩქარეს. ამ პერიოდში თქვენ შეძლებთ სწრაფად გააგზავნოთ და მიიღოთ მონაცემები, ისარგებლოთ ისეთი კონტენტით, რომლისთვისაც მაღალი სიჩქარეა საჭირო. ტურბო ღილაკის პირველი აქტივაცია უფასოა, ყოველი მომდევნო აქტივაციის ღირებულება კი 1,5 ლარს შეადგენს.
აქტივაცია შესაძლებელია პორტალზე: my.silknet.com დარეგისტრირებით ან ცხელ ხაზზე 2 100 100 დარეკვით.
"ღამის ექსპრესი"
ამ პაკეტის გააქტიურება ყოველთვიურად ხდება და ინტერნეტ სიჩქარე ღამის საათებში, 00:00 სთ-დან - დილის 08:00 სთ-მდე, 50 მბ/წმ–მდე იზრდება.
აქტივაციის ყოველთვიური ღირებულება 5 ლარია. ტარიფი სააბონენტო გადასახადთან ერთად ერიცხება მომხმარებელს. „ღამის ექსპრესით“ სარგებლობა შეუძლიათ ფიზიკურ პირებს, რომლებიც ოპტიკური ქსელით სარგებლობენ თბილისსა და რეგიონში: ბათუმი, ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი, ხაშური, გორი, ზესტაფონი, თელავი, რუსთავი.
მომსახურების გააქტიურება ან გაუქმება ცხელ ხაზზე 2100100 კოდური სიტყვის მითითებით არის შესაძლებელი ან სილქნეტის სერვის ცენტრებში მისვლით.
როგორ ავიცილოთ დავალიანების დაგროვება?
მინიმალური საფასურის გადახდით, აბონენტს სერვისი არ ეთიშება! მინიმალური საფასური კი წინა თვის დავალიანებას გულისხმობს. ეს სავალდებულო გადასახადია, რომლის დაფარვით სილქნეტის მომსახურება არ შეუწყდება მომხმარებელს.
დავალიანების გადახდა შესაძლებელია როგორც კომერციულ ბანკში, ისე ნებისმიერ დროს ონლაინ და სწრაფი გადახდის აპარატით. გადახდის წერტილებში ეს თანხა მითითებულია ტერმინით „წინა თვის დავალიანება“ ან,“ წინა თვის დავალიანება/სავალდებულო გადასახადი“. თანხის ჩარიცხვისთანავე მომხმარებლის ანგარიშზე აისახება დავალიანების დაფარვა.
თუმცა, თუ აბონენტს (ფიზიკურ პირებს) უკვე დაუგროვდა დავალიანება, შესაძლებლობა ეძლევა ეტაპობრივად დაფაროს თანხა, მიმდინარე გადასახადთან ერთად. ამ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა მიმართოს სერვის ცენტრს და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვალი ნაწილდება 2 დან 12 თვემდე და შესაძლებელია გაკეთდეს შემდეგ თანხებზე: 50, 100, 150, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900, 1000, 1100, 1200 ლარი;
მართალია, განვადება ფორმდება იმ აბონენტზე, ვისზეც რეგისტრირებულია მომსახურება, მაგრამ ასევე შესაძლებელია იმ პირს გაუფორმდეს შეთანხმება, ვინც გამოცხადდება სერვის ცენტრში და იკისრებს დავალიანების დაფარვის ვალდებულებას. შეზღუდვები მყისიერად მოიხსნება და ყველა მითითებული სერვისი გააქტიურდება.
განვადებისას, აბონენტს ყოველ თვე დაერიცხება განვადებული თანხის წილი მიმდინარე სააბონენტო გადასახადთან ერთად.
როგორ შევაჩეროთ სერვისი დროებით?
ინტერნეტის, ტელეფონის, ტელევიზიის დროებით შეჩერება შესაძლებელია!
ამ შემთხვევაში მომხმარებელს არ ერიცხება სააბონენტო გადასახადი და მხოლოდ სერვისის შენარჩუნების საფასურს იხდის.
როგორც წესი ეს მაშინ ხდება, როცა მომხმარებელი დროებით ვერ ან არ სარგებლობს მომსახურებით და თან სერვისის შენარჩუნებაც სურს. „დროებით შეჩერება“ ვრცელდება სილქნეტის სხვადასხვა პროდუქტზე. თითოეულზე განსხვავებული ტარიფია დაწესებული.
სატელეფონო მომსახურება -1,50 ლარი
ინტერნეტ მომსახურება - 5 ლარი
ორი პროდუქტი ერთ ანგარიშზე - 6.50 ლარი
სამმაგი შეთავაზება - 5.00 ლარი
LTE პროდუქტები - 4 .00 ლარი
დროებით შეჩერების გასააქტიურებლად საჭიროა მომსახურების ანგარიშზე არ ირიცხებოდეს 5 ლარზე მეტი მიმდინარე დავალიანება. დროებით შეჩერება სილქნეტის ქოლ ცენტრში 2 100 100 კოდური სიტყვის გამოყენებით ან სერვის ცენტრში მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაციის საფუძველზე მიმდინარეობს. მომსახურების აღდგენისთვის იგივე პროცედურაა საჭირო.
გასათვალისწინებელია! სერვისის დროებითი შეჩერება მაქსიმუმ 11 თვემდეა შესაძლებელი; დროებით შეჩერება მოიხსნება და დაპაუზებული სერვისიც გააქტიურდება ავტომატურად თუ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ, მომხმარებელმა დამატებით არ მიმართა კომპანიის ცხელ ხაზს ან მომსახურების ცენტრს, , ასევე თუ არ დაფარა ყოველთვიურად სერვისის შეჩერების საფასური.
როგორ შევცვალოთ დაზიანებული მოწყობილობა?
მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მომსახურების შეფერხებით მიწოდების ან ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდეს ცხელ ხაზს 2 100-100, რომელიც 24საათიან რეჟიმში ფუნქციონირებს. სწორედ ქოლ ცენტრის მეშვეობით ხდება ტექნიკურ ჯგუფთან დაკავშირება, პრობლემის დიაგნოსტიკა და საჭიროების შემთხვევაში 3 სამუშაო დღეში ტექნიკური ჯგუფის აბონენტთან, ადგილზე მისვლა, მომსახურების გაწევა, მათ შორის მოწყობილობის გამოცვლა. თუ მომხმარებელი ჩქარობს და ინსტალატორების მოსვლამდე სურს მოუგვარდეს პრობლემა, შესაძლებლობა აქვს მიმართოს ტექნიკური მომსახურების ცენტრებს, რომელიც ერთგვარ ლაბორატორიას წარმოადგენენ. სწორედ აქ მიმდინარეობს აპარატურის დიაგნოსტიკა და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა.
გასათვალისწინებელია, რომ საგარანტიო ვადებში ტელეფონის აპარატებზე S1, CDMA fix, ასევე EV-DO მოდემზე ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, აპარატების შეცვლა უფასოდ მიმდინარეობს. ფასიანია მომსახურება თუ დაზიანებულია მოწყობილობა აბონენტის მიზეზით.
იმ შემთხვევაში თუ საგარანტიო ვადები ამოწურულია და ხარვეზი ან დაზიანება აღინიშნება მოწყობილობა შეიცვლება დაზიანებული აპარატურის სარელიზაციო ღირებულების დარიცხვით. ეს პრინციპი მოქმედებს ყველა ტიპის მოწყობილობაზე.
ტექნიკური მომსახურების ცენტრები (თევდორე მღვდილს ქუჩა №46, ასევე ისნის ს.ც.- შირაქის ქუჩა №40) ფუნქციონირებენ ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00-მდე. ხოლო შაბათს 10:00-დან 15:00-მდე.
სპეციალისტები აქ შესვენების გარეშე ემსახურებიან აბონენტებს.