NDI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 35% აცხადებს, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე მის გადაწყვეტილებაზე მრევლისა და მღვდლის პოლიტიკურ შეხედულებებს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია.
მათი შეხედულებების გავლენა 44-სთვის უმნიშვნელოა, 15%-სთვის კი - არც მნიშვნელოვანი, არც - უმნიშვნელო.
45%-ს თქმით, გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ახლობლების პოლიტიკური შეხედულებები, 25%-ს თქმით - პოპულარული ადამიანის, 21%-ს თქმით კი - დამსაქმებლის ან თანამშრომლის პოლიტიკური შეხედულებები.
58% ფიქრობს, რომ ზოგადად, თუკი კაცისა და ქალის მუშაობას შევადარებთ არჩეულ თანამდებობაზე, ორივე სქესი ერთნაირად მუშაობს, 21%-ის აზრით, კაცები ქალებზე უკეთესად მუშაობენ. 16% კი მიიჩნევს, რომ ქალები კაცებზე უკეთესად მუშაობენ.