Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევა გოცირიძე მიიჩნევს, რომ მის მიმართ არასამთავრობო სექტორის დამოკიდებულება უსამართლოა

01 აგვისტო, 2016 18:53

ევროსასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატ ევა გოცირიძის თქმით, არასამთავრობო სექტორი თავიდანვე მის წინააღმდეგ იყო განწყობილი და მათი დამოკიდებულება უსამართლოა. 

როგორც მან „ქრონიკასთან" საუბარში აღნიშნა, საკმარისი ქულა დააგროვა იმისთვის, რომ 5 მოწინავე კანდიდატრს შორის აღმოჩენილიყო. 

„ყველა კანდიდატურას ვცემ ძალიან დიდ პატივს, მათ შორის ანას, არავის წინააღმდეგი მე არ ვარ, თუმცა ის მნიშნელოვანი საკითხი რაც არის პროფესიული გამოცდილება უშუალოდ ადამიანის უფლებათა სფეროში, აუცილებლად უნდა ყოფილიყო აწონილი და გაზომილი" - ამბობს გოცირიძე. 

სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატად ნანა მჭედლიძის ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე წარსდგება. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის 28 ივლისის სხდომაზე გახდა ცნობილი. რაც შეეხება ნანა მჭედლიძეს, იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ მის კანდიდატურასთან დაკავშირებით გამოითქვა რეკომენდაცია, რომ ის მისი კარიერული წინსვლის ამ ეტაპზე აშკარად ვერ აკმაყოფილებს ამავე კრიტერიუმებს, ძირითადად, დადგენილ სტანდარტებთან მისი ხანმოკლე ან არასაკმარისად მაღალი აკადემიური გამოცდილების შეუსაბამობის გამო, ასევე, მართლმსაჯულების სისტემის ფარგლებში სათანადო გამოცდილების უქონლობის გამო.

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მიიჩნევს, რომ საჯარო კონკურსის მთლიანი პროცესი ფორმალურ ხასიათს ატარებდა და გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით მოხდა.

„მიგვაჩნია, რომ აღნიშნული  არ შეესაბამება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის „მოსამართლეთა ნომინირების და არჩევის შესახებ“  რეზოლუციის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში თავიდან უნდა იქნეს აცილებული პროცესის პოლიტიზირება. ამასთან, არჩეული კანდიდატები მათი პროფესიული კვალიფიციურობის გარდა, ასევე უნდა იყვნენ მაღალი მორალური თვისებების მატარებელი" - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^