
თელასის ინფორმაციით, ხვალ, 2 აგვისტოს გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. გთავაზობთ ქუჩების ჩამონათვალს:
სამგორის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III დასახლების II, IV მიკრორაიონების და აბაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის დასახლების I და II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ქეთევან წამებულის გამზირის, წინანდლის, თელავის, კობარეთის, ახმეტის, კასპის, დოესის, წერნაკის, ნოსირის, უბილავას, ავლიპ ზურაბაშვილის, ჭრელაშვილის, ნავთლუღის, რიჩარდ ჰოლბრუკის, წულუკიძის და ლაღიძის ქუჩების მცხოვრებლებს.