
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ბრაზილიაში რიო-დე-ჟანეიროში ოლიმპიადის გახსნას დაესწრებიან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის და მსოფლიო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის სახელით გამართულ ოფიცილურ მიღებას სხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად დაესწრება.
პრეზიდენტი შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან გამართავს.