„ლიბერალის” შეკითხვაზე, როგორ აფასებს მინისტრი უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების პროგრამას, უპასუხა, რომ მდიდრების სოციალური დახმარების მეთოდი, როგორც მინიმუმ, უცნაური მეთოდია და მისთვის ბუნდოვანია, რატომ უნდა სჩუქნიდეს მის შვილს სახელმწიფო სახელმძღვანელოებს.
„ჩემს შვილს რატომ უნდა სჩუქნიდეს სახელმძღვანელოს სახელმწიფო, ბუნდოვანია, როცა შეიძლება, რომ ვიყიდოთ. ის რომ სახელმწიფო ხელს უწყობს სახელმძღვანელოების შექმნას, ამას მივესალმები. ვფიქრობ, შევქმნით სისტემას სასკოლო სახელმძღვანელოებისა და კომპიუტერის შემთხვევაშიც - ვისაც, დაუშვათ, 40 000 ლარზე მეტი აქვს შემოსავალი, შევეცადოთ, ან საერთოდ არ დავეხმაროთ, ან ნაკლები თანხით დავეხმაროთ. არ ვიცი, როდის შევცვლით, მაგრამ უნდა შევცვალოთ.” - განუცხადა „ლიბერალს” მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მინისტრთან „ლიბერალმა” ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა, უმაღლესში მისაღებ საგამოცდო სისტემაში მოსალოდნელი ცვლილებები, ახალი სასკოლო სახელმძღვანელობის შექმნასთან დაკავშირებული წინააღმდეგობები და განათლების სისტემაში დაგეგმილი სხვა სიახლეების შესახებ ვრცელ ინტერვიუს „ლიბერალის“ გვერდზე მოგვიანებით იხილავთ.