ეკონომიკის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე პოლიციამ „გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელი ბეჟან გუნავა დააკავა, ამ დროისთვის ის საქალაქო სასამართლოშია გადაყვანილი.
აქციის მონაწილეები შეეცადნენ სამინისტროს შესასვლელის პიკეტირებას.
შსს-ს განცხადებით, ბეჟან გუნავა დაკავებულია პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის“ 173-ე მუხლით.
მოსახლეობა მუხაძისა და ჭიჭინაძის ქუჩებზე საცხოვრებელი ფართების დაკანონებას მოითხოვდა.