”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა კახეთის რეგიონში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
თელავისა და ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატი ,,ქართული ოცნებიდან“ დეპუტატი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი იქნება.
სიღნაღი-დედოფლისწყაროს ოლქში – ირაკლი შიოლაშვილი, კახეთის გუბერნატორი.
ახმეტის ოლქში – გელა სამხარაული, თელავის მოქმედი მაჟორიტარი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
ლაგოდეხის ოლქში – გურამ მაჭარაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე.
გურჯაანის ოლქში – დავით სონღულაშვილი, ეკონომისტი.
საგარეჯოს ოლქში – რომან მუჩიაშვილი, ფინანსისტი.