Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი ჯანდაცვის სამინისტროს ზვარეში შრომის პირობების შესწავლისკენ მოუწოდებს

11 აგვისტო, 2016 14:41

სახალხო დამცველის აპარატი ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებული 100-მდე მუშის პროტესტს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, „საქართველოს რკინიგზის“ ქვეკონტრაქტორ კომპანიაში - „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროში“ დასაქმებულები მძიმე შრომის პირობებზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ მათთვის უზრუნველყოფილი არ არის შესაბამისი სამუშაო პირობები, შრომის უსაფრთხო გარემო და ჰიგიენური ნორმები, ვერ სარგებლობენ დასვენების და უქმე დღეებით და შვებულებით, საპატიოდ არ ეთვლებათ სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობა ჯანმრთოლობის გაუარესების გამო, არ იცნობენ შრომის ხელშეკრულების პირობებს, არ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას ანაზღაურების ოდენობის შესახებ, რადგან ანაზღაურებას იღებენ საბანკო გადარიცხვის გარეშე. მუშაობენ გაუმართავი ტექნიკით. დასაქმებულებს არ აქვთ შრომის პირობების შესაბამისი სამუშაო უნიფორმა, არ არიან უზრუნველყოფილნი კვებით და სამედიცინო მომსახურებით.

ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი

განცხადებაში წერია, რომ დასაქმებულების მხრიდან პროტესტი ორი პირის სამსახურიდან დათხოვნის მცდელობას მოჰყვა, რომელთა გათავისუფლება კომპანიამ გვირაბის აფეთქების შემდგომ, სამუშაოს დაუყოვნებლივ დაწყებაზე უარის თქმის გამო გადაწყვიტა. მუშები განმარტავენ, რომ გვირაბის აფეთქებიდან 1 საათის განმავლობაში  მუშაობა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან აფეთქების შემდგომ დაგროვილი მტვერი ზიანს აყენებს ჯანმრთელობას.

გარდა ამისა, დასაქმებულები ასევე მიუთითებენ კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან ღირსებისა და პატივის შემლახველ დამოკიდებულებაზე.

„საქართველოს სახალხო დამცველი, მოუწოდებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს, შეისწავლოს ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის რკინიგზის მშენებლობის ზვარე-ქვიშხეთის მონაკვეთზე არსებული შრომის პირობები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, სამუშაოს შესრულებისას დაზიანებული და დაღუპული პირების მაღალი რაოდენობა ცხადყოფს, რომ აუცილებელია შეიქმნას ქმედითი მექანიზმი შრომის უსაფრთხოებისა და შრომის სათანადო პირობების დაცვის მიზნით. სახალხო დამცველმა 2013 წლიდან დღემდე სხვადასხვა დონეზე ბევრჯერ ისაუბრა შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობისა და მისი მნიშვნელობის შესახებ, თუმცა, სამწუხაროდ სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა", - წერია ომბუდსმენის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^