აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკელების" კანდიდატ დონალდ ტრამპის თქმით, „ისლამური სახელმწიფო" ბარაკ ობამამ და ჰილარი კლინტონმა დააფუძნეს.
მოგვიანებით, ბრალდებებს ჰილარი კლინტონმა Twitter-ზე უპასუხა და აღნიშნა, რომ ტრამპი პრეზიდენტობისთვის შეუფერებელია.
„ბარაკ ობამა არ არის ISIS-ის დამფუძნებელი. ის, ვისაც ასეთ დონემდე შეუძლია დაშვება, ქვეყნის მეთაური არ უნდა გახდეს" - თქვა კლინტომა.